ევრო 2024-ის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია 

03 ივლ 2024

გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია. თურქეთის ნაკრებმა ავსტრია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზურისთვის ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

ინგლისი შვეიცარიასთან ითამაშებს, პორტუგალია საფრანგეთს დაუპირისპირდება, მასპინძელი გერმანია კი ესპანეთს შეხვდება. მატჩები ხუთ და ექვს ივლისს გაიმართება.