ცვლილებები ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში საერთაშორისო

04 ივლ 2024

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს უფლება ექნებათ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე წინა გვერდითა მინები 60 პროცენტამდე დაამუქონ, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.  

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე კვლავ 75-პროცენტიანი შეზღუდვა მოქმედებს.