სიახლე ონკოპაციენტებისთვის 

04 ივლ 2024

სიახლე ონკოპაციენტებისთვის - კლინიკებში პროცედურაზე მისულებს ყველა წამალი დაწესებულებაში დახვდებათ. მინისტრის განმარტებით, ბენეფიციარებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა.

უწყების ინფორმაციით, ცვლილების მიზანია ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.