საყოველთაო არჩევნები დიდ ბრიტანეთში

04 ივლ 2024

დიდ ბრიტანეთში დღევანდელი  საყოველთაო არჩევნების შედეგად  კონსერვატორების  14-წლიანი  მმართველობის დასრულებას ელოდებიან.  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მემარცხენე-ცენტრისტულ ლეიბორისტულ პარტიას შეუძლია დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება კენჭისყრაში. პირველადი შედეგები ცნობილი უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება. არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა უკვე ხვალ დილისთვის იქნება ცნობილი.