საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

04 ივლ 2024

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრა ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 16:22 დამარცხდა.

ჩვენი ნაკრებიდან ერთადერთი ლელოს დადება, ნიკა ლომიძემ მოახერხა, ხოლო ერთი გარდასახვითა და სამი ზუსტად შესრულებული ჯარიმით გუნდს, ლუკა ცირეკიძე დაეხმარა.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი წაგება აქვს და B ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. ლადო კილასონიას გაწვრთნილი გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 9 ივლისს იტალიასთან გამართავს.