ძლერმა ქარმა ჩაქვში მრავალწლოვანი ევკალიპტის ხეები წააქცია

07 ივლ 2024

ძლიერმა ქარმა, დაბა ჩაქვში, ევკალიპტის მრავალწლოვანი ხეები წააქცია.

მოგლეჯილი ხე გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ ავტომობილს დაეცა.

შემთხვევის შედეგად, სასტუმრო "ოაზისის" მიმდებარედ სავტომობილო გზა ჩაიხერგა.

ადგილზე "112-ის" სამაშველო ჯგუფები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ხეებისგან ჩახერგილი სავალი ნაწილი გაანთავისუფლეს.

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არვინ დაშავებულა.