საქართველო ლიანა ისაკაძეს ემშვიდობება

07 ივლ 2024

ქართველ  მუსიკოსს, მევიოლინეს,  სახალხო არტისტს, ლიანა ისაკაძეს  დღეს  მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

მუსიკოსს 14:00 საათზე კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიედან გამოასვენებენ. 

ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია.

1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი.

ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება.

ის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.