„დინამო“ ბათუმი რაზგრადის „ლუდოგორეცს“ შეხვდება

08 ივლ 2024

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი დინამო ბათუმი ბულგარეთის ჩემპიონს - რაზგრადის ლუდოგორეცს შეხვდება.

ბათუმის დინამოს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამგზავრებამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესტუმრა და წარმატება უსურვა.

პირველი მატჩი ბულგარეთში 10 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა ბათუმში 17 ივლისს ჩატარდება.