08 ივლ 2024
კიევში რუსეთის სარაკეტო დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. დაშავებულია 66 ადამიანი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად, ბავშვთა საავადმყოფოს შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზიანებული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ნანგრევების ქვეშ მოქალაქეები არიან მოყოლილი.