სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ 104 მილიონზე მეტი ლარი გამოიყო

09 ივლ 2024

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტებისთვის 104 მილიონ 877 ათასი ლარი გამოიყო.

შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ გამოსცა, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.

დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - 9 მილიონზე მეტი ლარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო, სტიქიის შემდგომი სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონზე მეტია გათვალისწინებული მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის, 2 მილიონზე მეტი კი სიღნაღის აღდგენას მოხმარდება.