„დინამო“ ბათუმი VS „ლუდოგორეცი“

10 ივლ 2024

დღეს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში სტუმრად ბულგარეთის ჩემპიონს „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდება.

მატჩი ქალაქ რაზგრადში გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთაზავებთ. განმეორებითი მატჩი უკვე ბათუმში 17 ივლისს გაიმართება.