მეთიუ მილერის განცხადება

10 ივლ 2024

საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა კიდევ ერთხელ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

„ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მათაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა“, - აღნიშნა ბრიფინგზე მეთიუ მილერმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირმა 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან იგეგმებოდა.