საკადრო ცვლილება ბათუმის მერიაში

10 ივლ 2024

ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ბათუმის ვიცემერი ლევან დავითაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მაღალ მენეჯერულ პოზიციას დაიკავებს.  ვიცემერის პოსტზე კი ნუკრი დეკანაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.