კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

11 ივლ 2024

კალიფორნიაში ჰაერის მაღალი ტემპერატურა და დაბალი ტენიანობა ხელს უწყობს    ხანძრის სწრაფ გავრცელებას.  სანტა ბარბარას  ცაზე კვამლის დიდი სვეტები ჩანს. 

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის განცხადებით,  სტიქიური უბედურების რაიონში მასშტაბური  ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია  3 ათასზე მეტი პერსონალი, 221  სახანძრო მანქანა, 28 ვერტმფრენი და 77 ბულდოზერი.

ადგილობრივი მეხანძრეების მონაცემებით,  ცეცხლი 29 ათას ჰექტარზეა გავრცელებული.  ევაკუირებულია  მოსახლეობა.