პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მომავალ კვირას დაიწყება

12 ივლ 2024

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მომავალ კვირას, რიგგარეშე სესიის ფორმატში დაიწყება. 

პროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

ინიციატორთა განმარტებით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და „სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლს მოიცავს.

ასევე, 1/6-ით შემცირება 225 მუხლს შეეხება.