საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

12 ივლ 2024

საარჩევნო სიახლეებისა და  ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები  გრძელდება. ამჯერად ინფორმაცია  უსკოში  სტუდენტებს მიაწოდეს.

ახალგაზრდებს უსკოსა და ცესკოს  მუშაობის სპეციფიკა გააცნეს, სტუდენტების დიდი ნაწილი წელს პირველად  მიიღებს  არჩევნებში მონაწილეობას, მათ საარჩევნო პროცედურების შესახებ  მიაწოდეს ინფორმაცია  და  ახალგაზრდა თაობის არჩევნებში  მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.