საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსს უმასპინძლებს

12 ივლ 2024

დღეს საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს და ბელარუსის ქალთა ნაკრები გუნდების შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე, მიხეილ მესხი ორზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ, რის გამოც საინფორმაციო გამოშვება მთავარი ეთერში არ გავა.