ახალი პროფესიული პროგრამები

02 აპრ 2017

ბათუმის საზღვაო აკადემიაში სექტემბრიდან ახალი პროფესიული პროგრამები ამოქმედდება. ესენია: მეთევზე-მეზღვაური; ლითონისა და ალუმინის შემდუღებელი; ლოჯისტიკა და პორტის მენეჯმენტი, ასევე  ამწე კრანის ოპერატორი. პერსონისა და ბიტეკის ექსპერტები ამჟამად აკადემიის შესაძლებლობებს სწავლობენ. მილენიუმმა  გრანტის სახით  მილიონ 300 ათასი დოლარი გამოყო, რომელიც ძირითადად ტექნიკურ აღჭურვილობას მოხმარდება.