შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობით, ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას - იენს სტოლტენბერგი

14 ივლ 2024

შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობით, ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას და ჩემი ფიქრები დაზარალებულებთანაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი X-ზე წერს.

„ვგმობ ამ თავდასხმას. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში. ნატო-ს მოკავშირეები ერთად დგანან ჩვენი თავისუფლებისა და ღირებულებების დასაცავად”, – აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.