სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა

14 ივლ 2024

სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა. ქვეყანა 11 წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილს იკავებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შეფასების 100%-ანი სისტემით, საქართველომ 81,6%-ი მიიღო.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მართლმსაჯულება რიცხვებით არ იზომება და საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების მიმართ დაბალია.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მონაცემები ნათლად ასახავს, როგორ ვითარდება ქვეყნის დემოკრატიულობა.