მზადება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისთვის

02 აპრ 2017

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ პოლიტიკური დისკუსია გაიმართება – გადაწყვეტილება ბიუროზე მიიღეს. ეს ფორმატი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ისტორიაში პირველია.

საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, რომ მარგველაშვილი ეკონომიკურ განვითარებაზე, სოციალურ და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს.