ძველი ბათუმის ქუჩების გამწვანება გრძელდება

15 ივლ 2024

ძველი ბათუმის ქუჩების გამწვანება გრძელდება. მელაშვილისა და მაზნიაშვილის ქუჩებზე 300-მდე მარადმწვანე და ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო.

მერიის გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ლერმონტოვის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოების გამწვანების სამუშაოები.