პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს

15 ივლ 2024

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომები კი, 18-19 ივლისს გაიმართება.

რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტი ახალ გენერალურ პროკურორს აირჩევს. ასევე დაგეგმილია პირველი მოსმენით “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის და რამდენიმე სხვა პროექტის განხილვა და მიღება.