ბათუმში სკვერის მშენებლობა დასრულდა

16 ივლ 2024

ბათუმში მელიქიშვილის მე-3 შესახვევში სკვერის მშენებლობა დასრულდა.

მერიის ინფორმაციით,  ადგილზე დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები, განთავსდა საპარკო ინვენტარი.

სამუშაოებისთვის 249 ათასი ლარი დაიხარჯა.