ბათუმში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა

16 ივლ 2024

 

ბათუმში, გორგილაძისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ქვეითი და მძღოლიც.

ორივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც სამედიცინო კვლევები უტარდებათ.