„საამაყო ბათუმელის გზა პირველ კოსმოსურ ობიექტამდე - ელგუჯა მეძმარიაშვილის ისტორია“

18 ივლ 2024

ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა „საამაყო ბათუმელის გზა პირველ კოსმოსურ ობიექტამდე - ელგუჯა მეძმარიაშვილის ისტორია“ გაიმართა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 1999 წლის 23 ივლისს პირველი ქართული  კოსმოსური ობიექტის-რეფლექტორის, ორბიტაზე გატანისა  და მისი წარმატებული გამოცდის ამსახველი ფოტომასალა.

ასევე გამოფენის პარალელურად მეძმარიაშვილის საექსპოზიციო კუთხეში ახალი ექსპონატის ალექსანდრე აბუსელიძის მიერ ასანთის ღერებისგან აგებული კოსმოსური ხომალდის პრეზენტაცია გაიმართა.