18 ივლ 2024
ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებაზე წარმატებული თანამშრომლები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს სამსახურის დაარსების დღე მიულოცა.
უწყება 13 სტრუქტურულ ერთეულს და 2 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აერთიანებს.