ტყის ხანძრების გამო იზმირის აეროპორტი დროებით დაიხურა

19 ივლ 2024

თურქეთში ტყის ხანძრის გამო იზმირის აეროპორტი დაიხურა და ავიაკომპანიები რეისებს ახლომდებარე ქალაქებში ასრულებენ. მათ შორის არის ქალაქ ბოდრუმის აეროპორტიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 7 თვითმფრინავი, 16 შვეულმფრენი და 35 სახანძრო მანქანა მონაწილეობს.