დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით

19 ივლ 2024

იმერეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით  48 წლის კაცი დააკავეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პირს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.