უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა

19 ივლ 2024

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 9 პირი.   აჭარაში  დააკავეს  წარსულში ნასამართლევი პირი.  მისი  სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 3 ვაზნა.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.