დაკავება საზღვრის უკანონო ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით

19 ივლ 2024

სარფში საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თურქეთიდან   საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად,  უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.