19 ივლ 2024
კანონპროექტის განხილვისა და პირველი მოსმენის მიღების პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გამართეს პატიმრების ოჯახის წევრებმა. მოგვიანებით კი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, ისინი დახმარებას სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ. მოუწოდებენ პრეზიდენტს, პატიმრების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველა ბერკეტი გამოიყენოს.