“მთის დღეები” კურორტ გოდერძიზე

20 ივლ 2024

ფესტივალი "მთის დღეები" მიმდინარებს კურორტ გოდერძიზეც,  ადგილზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში  მონაწილეობენ.ეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, იმართება საბავშვო და შემეცნებითი გასართობი თამაშები და სპორტული აქტივობები. ადგილობრივი მზარეულები ტრადიციულ კერძებს ამზადებენ. საღამო კონცერტით დასრულდება.