ბათუმის ბოტანიკური ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეზღუდვა დაწესდა

03 აპრ 2017

ბათუმის ბოტანიკური ბაღის „ქვედა პარკში მიმდინარე“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ბაღის ადმინისტრაციამ,  ვიზიტიორთა უსაფრთხოების მიზნით, შეზღუდვა დააწესა.


 დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, „მწვანე კონცხის“ მხრიდან არსებული შესასვლელისა და სალარო-აპარატების ნაცვლად,მიმდებარედ, დაცვის საგუშაგოსთან არსებული სამანქანო შესავლელით  ისარგებლონ, სადაც სალარო-აპარატებიც განთავსდება.
 შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები  ივნისის ბოლოს დასრულდება.