გიორგი ქვილითაიას სადებიუტო გოლი „არისში“ 

23 ივლ 2024

გიორგი ქვილითაიას არაოფიციალური დებიუტი „არისში“ ავსტრიულ შეკრებაზე, ინგლისურ „ჰადერსფილდთან“ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ქართველმა თავდამსხმელმა პირველივე მატჩში შეძლო გოლის გატანა.

ქართველმა თავდამსხმელმა გოლი თავი 62-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ქვილითაიამ „ჰადერსფილდის“ კარი აიღო და გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ, „არისმა“ 4:2 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გასულ სეზონში აპოელ-ის რიგებში კვიპროსის ჩემპიონი გახდა და წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მიმდინარე ზაფხულში კი „არისში“ გადავიდა.