რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს - არის მსხვერპლი

24 ივლ 2024

 
 

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე თავდასხმა განახორციელა. რამდენიმე აფეთქების შედეგად, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. ასევე, არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონს S-300 ტიპის რაკეტებით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლსაც, დაზიანებულია მანქანები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

შემთხვევის ადგილას შესაბამისი საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.