ბობოყვათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 პირი დაშავდა

24 ივლ 2024

ქობულეთის სოფელ ბობოყვათში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.  არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა, რომლებსაც "აჭარა ტექსტილში" დასაქმებულები გადაჰყავდა.
 
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და "ევექსის" ჰოსპიტალში გადაიყვანა.
 
მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე პაციენტი კი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.