ოკუპანტის იერიშს უკრაინაში სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა

26 ივლ 2024

ოკუპანტის იერიში უკრაინის ქალაქებზე გრძელდება. გასული დღის განმავლობაში მტრის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 3 მოქალაქე დაიღუპა, 19 კი დაშავდა. რეგიონული ხელისუფლბის ცნობით, დონეცკის ოლქში დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი.

ქალაქ ტორეცკზე თავდასხმას კი 1 ადამიანი ემსხვერპლა. ხარკოვის გუბერნატორის განცხადებით, ოკუპანტმა იერიში მიიტანა ქალაქზეც, სადაც 8 მოქალაქე დაშავდა.

გარდა ამისა, მტერმა თავდასხმები განახორციელა ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ლუგანსკის, მიკოალევისა და სუმის მიმართულებით.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ქვეყნის დამცველებმა რუსების მიერ გაშვებული 20 დრონი ჩამოაგდეს.