ტერორიზმისა და შეთქმულების საქმე

26 ივლ 2024

ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე სუს-ში გამოკითხვაზე კიდევ ერთი პირი, რამაზ ქავთარაშვილი მივიდა. ის უწყებაში მოწმის სტატუსით დაიკითხება. ჟურნალისტების კითხვაზე, ფლობს, თუ არა ინფორმაციას მიმდინარე გამოძიების შესახებ, ასე პასუხობს: “არაფერი ვიცი”.

გამოკითხვაზე დღეს ასევე იმყოფებოდა მოქალაქე მაგომედ იჟევი. მან გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ იცის, რა კითხვები იქნება. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ კი მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.