კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

27 ივლ 2024

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართა.  საგანმანათლებლო პროგრამა 36-მა მსმენელმა წარმატებით დაასრულა.
ახალი სასწავლო წლიდან აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე იმ სამოქალაქო პირებსაც შეეძლებათ სწავლა, რომელთა საქმიანობაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან არ არის დაკავშირებული.