ოპოზიცია გამჭვირვალობის კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

28 ივლ 2024

29 ივლისს, დილით, ოპოზიცია ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.

თინა ბოკუჩავა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ.

სასამართლოს კანონის გაუქმების მოთხოვნით მანამდე სალომე ზურაბიშვილმა და მესამე სექტორმა მიმართა