ქედაში ავარია მსხვერპლით დასრულდა

29 ივლ 2024

 
ქედაში, დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაღუპულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. 
 
მომხდარის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  საავადმყოფოში გადაიყვანა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.