ეთერ ლიპარტელიანი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

29 ივლ 2024

ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიადის მეოთხედ ფინალშია. მან პირველ წრეში დამაჯერებლად მოუგო ბრიტანელ ლელ ნაირნის, მეორე წრეში დაამარცხა უზბეკი ამინოვა და მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელა სილვას დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს, სამწუხაროდ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი მასპინძელთან, ფრანგ ძიუდოისტთან ჟოან ბენჟამინ გაბასთან დამატებით დროში შიდოებით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. 

დღესვე იასპარეზებს მოკრივე ლაშა გურული, რომელიც პირველ შეხვედრას აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართავს, ორთაბრძოლა თბილისის დროით 22:50 საათზე დაიწყება.