სოფელ ჩაისუბანში ტურისტი საკუთარი გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა

30 ივლ 2024

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის სოფელში დასასვენებლად იმყოფებოდა ქვეწარმავალი კი მისი საკუთრება იყო. ერთ-ერთი ვერსიით ის ქვეწარმავალზე დაკვირვებას აწარმოებდა, რა დროსაც მან უკბინა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქვეწარმავლის კბენიდან რამდენიმე წუთში ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

 

მასალა განახლებადია.