გამჭვირვალობის შესახებ კანონით გათვალიწინებულ ბაზაში რეგისტრაცია 1 აგვისტოდან დაიწყება

30 ივლ 2024

1 აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან კრიტერიუმებში, შეუძლიათ განაცხადის გაკეთება, თუ იურიდიული პირი დაარღვევს კანონს, დაეკისრება 25 000 ლარის ჯარიმა - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებასთან და ვადებთან დაკავშირებით, დღეს გამართულ ბრიფინგზე დაუსვეს კითხვა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, არასამთავრობოებს განაცხადის გაკეთება 1 აგვისტოდან შეეძლებათ. უკვე მზად არის ის ტექნიკური ბაზაც, სადაც ისინი უნდა დარეგისტრირდნენ.