ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

30 ივლ 2024

 

​საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ.) პარიზის ოლიმპიადაზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა და ოლიმპიადის მეოთხედფინალში გადავიდა.

ტატოს შემდეგი მეტოქე  მაჰმადბეკოვი იქნება.