2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ანდრია ფუტკარაძე წარადგენს

30 ივლ 2024

საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2024-ზე პროექტ „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე წარადგენს.

ანდრია 2013 წლის 11 ივნისს ბათუმში დაიბადა. სიმღერა კი ორი წლის ასაკში დაიწყო.

საბავშვო ევროვიზია 16 ნოემბერს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.