ძლიერი წვიმის შედეგად ჩაქვის ტერიტორია დაიტბორა

31 ივლ 2024

ჩაქვში, სადაც დილით გზის დატბორვის გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო, ამჟამად ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება, თუმცა ადიდებულმა წყალმა დატბორა თამარ მეფის გამზირზე სახლები და ეზოები.

უხვი ნალექის შედეგად მცირე მეწყრული პროცესებიც განვითარდა.