7-საათიანი საჰაერო განგაში უკრაინის დედაქალაქში

31 ივლ 2024

ღამით, კიევში, საჰაერო განგაში შვიდი საათის განმავლობაში ისმოდა. რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია. წელს ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო დედაქალაქზე. გენშტაბის მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 40 უპილოტო საფრენი აპარატის განეიტრალება შეძლო.

BBC-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები, ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით, წინ მიიწევენ. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანალიზში ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, ეს პროცესი კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა, შეზღუდული ოპერატიული შესაძლებლობების გამო, წარუმატებელი იქნება.