შაშიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

01 აგვ 2024

შაშიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულის მიმართულებით, გენერალ კვინიტაძის, მესხისა და მაჭავარიანის ქუჩებზე ახალი ქსელი უკვე მოეწყო.

ამ დროისთვის ჯამში 50 000-მდე გრძივი მეტრი ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.